ავტორიზაცია

"დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ოქროს ბურთს 3 მიზეზის გამო იმსახურებს" - აგენტი

"დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ოქროს ბურთს 3 მიზეზის გამო იმსახურებს" - აგენტი
თარიღი 26 Jul 2025, 17:21
პსჟ-ს იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი ენცო რაიოლა თავის ფეხბურთელზე საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთს ის იმსახურებს და ამის 3 მიზეზი არსებობს.

დონარუმამ 3 ისეთ მატჩში გაიბრწყინა, სადაც პსჟ მის გარეშე აუცილელბად დამარცხდებოდა. დონარუმამ ჯერ ლივერპულთან გამოიჩინა თავი, შემდეგ ასტონ ვილასთან, ბოლოს კი არსენალთან,"
- განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, დონარუმა ადგილს ოქროს ბურთის ნომინანტთა 10-ეულში იკავებს.