დონარუმამ შესაძლოა პარი სენ-ჟერმენის დატოვოს — მიზეზი ცნობილია

ჯანლუიჯი დონარუმას პარიზული ისტორია დასასრულს უახლოვდება.
როგორც ცნობილია, დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონში დონარუმა სხვა გუნდის შემადგენლობაში ვიხილოთ.
ამის მიზეზი კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმებლობაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფინანსებია — ამ დროისთვის იტალიელის წლიური ანაზღაურება 10 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მისი აგენტი ამ თანხის გაზრდას ითხოვს, რაც კლუბისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფერს ემატება დონარუმას მოქმედი ხელშეკრულებაც — იტალიელი მეკარე მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება, რაც საკითხს კიდევ უფრო ართულებს. მიუხედავად ამისა, მხარეები მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის მეკარით რამდენიმე ევროპული და არაევროპული კლუბი ინტერესდება, მათ შორის არიან: გალათასარაი, საუდის არაბეთის კლუბები, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი.
შეგახსენებთ, იტალიელმა კიპერმა გასულ სეზონში, ძალიან კარგი და დამაჯერებელი სეზონი ჩაატარა, მან გუნდთან ერთად: ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ჯანლუიჯი პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს, მან გუნდის შემადგენლობაში 161 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 56-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენარჩუნება.