დორტმუნდი რაიან შერკისთან პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებს

დორტმუნდის ბორუსია რაიან შერკისთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს გრძელვადიანი ხელშეკრულება შესთავაზა. ბვბ-ს ახალ მთავარ მწვრთნელს, ნური შაჰინს მისი შეძენა ძალიან სურს.
ჯერჯერობით, დორტმუნდსა და ლიონს შორის შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.