ავტორიზაცია

დორტმუნდის ბორუსია სანჩოს დაბრუნებას აღარ შეეცდება

დორტმუნდის ბორუსია სანჩოს დაბრუნებას აღარ შეეცდება
თარიღი 06 ივლ 2023, 16:59
დორტმუნდის "ბორუსიამ" საბოლოოდ უარი თქვა ინგლისელი ნახევარმცველის ჯედონ სანჩოს დაბრუნებაზე. ამის შესახებ Daily Mail-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მანჩესტერ "იუნაიტედმა" უარი თქვა "ბორუსიაში" იჯარით გაშვებაზე.

ჯედონ სანჩო "ბორუსიაში" 2017-2021 წლებში თამაშობდა. 23 წლის გარემარბმა გერმანულ კლუბში 137 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 50 გოლი გაიტანა და 64 საგოლე პასი გააკეთა.