ავტორიზაცია

დორტმუნდის ბორუსია ზაბიცერის ტრანსფერით ინტერესდება

დორტმუნდის ბორუსია ზაბიცერის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 20 ივლ 2023, 16:59
დორტმუნდის "ბორუსია" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდება. 

Bild-ის ცნობით, "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის მარსელ საბიცერის მიმართ ინტერესს იჩენს.

29 წლის ავსტრიელის ტრანსფერში "ბაიერნს" დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღება სურს.

ზაბიცერმა "ბაიერნის" შემადგენლობაში 54 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.