დორტმუნდმა აინტრახტი ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხა

გერმანიის ბუნდესლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში, დორტმუნდმა აინტრახტი მიიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0-0 დასრულდა. პირველი გოლი ბინო-გიტენსმა 72-ე წუთზე გახსნა, ხოლო 93 წუთზე დუბლი გაფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ბუნდესლიგის მომდევნო, მეორე ტურში დორტმუნდი ვერდერს ესტუმრება, ხოლო აინტრახტი საკუთარ მოედანზე ჰოფენჰაიმს უმასპინძლებს.