დორტმუნდმა უხვგოლიან მატჩში ვერდერი არ დაინდო, ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა [VIDEO]
გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" შინაურ კედლებში ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 4:1.
ანგარიში მე-14 წუთზე სტუმრებმა მილოტ რაშიცას გოლით გახსნეს, რასაც "დორტმუნდმა" 29-ე წუთზე ჯოვანი რეინას ზუსტი დარტყმით უპასუხა.
მასპინძლები წინ 34-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდის თერთმეტმეტრიანით გავიდნენ, ზუსტად 4 წუთში ნორვეგიელმა დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
საბოლოო შედეგი მატს ჰუმელსმა დააფიქსირა, რომელმაც "ვერდერს" 87-ე წუთზე გაუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "დორტმუნდი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო "ვეერდერი" 30 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.
ვიდეომიმოხილვა