ავტორიზაცია

დორტმუნდში ცვლილებეი დაიწყო

დორტმუნდში ცვლილებეი დაიწყო
თარიღი 14 ივნ 2024, 11:55
ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის მფლობელი ბორუსია დორტმუნდი ახალ სეზონში ბევრ ცვლილებას შემოგვთავაზებს. გერმანული გუნდი უკვე დატოვა ედინ ტერზიჩმა, გერმანელმა სპეციალისტმა დორტმუნდში ორი წელი გაატარა, რა დროშიც გერმანიის თასის მოგება მოახერხა. ტერზიჩის შემცვლელი კლუბმა სწრაფად მონახა, საუბარი გვაქვს დორტმუნდის ყოფილ ფეხბურთელ ნური შაჰინზე. შაჰინმა სამწვრთნელო კარიერა 2021 წელს სამშობლოში დაიწყო და ორი სეზონის მანძილზე ანტალიასპორს წვრთნიდა, წინა სეზონი კი ტერზიჩის სამწვრთნელო შტაბში გაატარა.

დორტმუნდს ტერზიჩის გარდა, მათი კაპიტანი და ლეგენდა მეტს ჰუმელსიც ემშვიდობება. გერმანელი ცენტრალური მცველი თავისუფალი აგენტი გახდა. მოთამაშემ ეს იმით ახსნა, რომ მას სურს ახალი გამოწვევების მიღება. ჰუმელსი გამოტოვებს საშინაო ევრო 2024 -ს, რომელიც სტარტს დღეს გერმანიის და შოტლანდიის მატჩით აიღებს. ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია იულიან ნაგელსმანმა დორტმუნდის ექს ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა. ჰუმელსის ხილვა საუდის არაბეთში სურთ, ასევე აქტიურად იწერება მილანის შესახებ.