ავტორიზაცია

დრამატული C ჯგუფი მუნდიალზე - არგენტინა პირველი ადგილით გავიდა, პოლონეთი კი საოცრად "გაძვრა"

დრამატული C ჯგუფი მუნდიალზე - არგენტინა პირველი ადგილით გავიდა, პოლონეთი კი საოცრად "გაძვრა"
თარიღი 01 დეკ 2022, 01:04
მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში მოვლენები ძალიან დრამატულად წარიმართა.

თბილისის დროით 23:00 საათზე ერთდროულად ორი მატჩი გაიმართა, პოლონეთი - არგენტინა და საუდის არაბეთი - მექსიკა.

პოლონეთი 0:2 არგენტინა (0-1 მაკალისტერი 46’, 0-2 ალვარესი 67’)

საუდის არაბეთი 1:2 მექსიკა (0-1 მარტინი 47’, 0-2 ჩავესი 52’, 1-2 ალ დავსარი (90+5’)

არგენტინამ პირველ ტურში მოულოდნელი სენსაციის მიუხედავად, მშვიდად გაინაღდა პირველი ადგილი და პოლონეთს დამსახურებულად მოუგო, პარალელურად კი მექსიკამ ჯგუფიდან გასვლისთვის ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ერთი გოლი დააკლდა.

გუნდებს შორის ბევრ ასპექტში სრული თანაფარდობა გამოდგა, თუმცა მექსიკას მშრალად 0:2-ც რომ მოეგო, შემდეგ ეტაპზე მაინც პოლონეთი გადიოდა, რადგან ნაკლები ყვითელი ბარათი აქვს ტურნირზე მიღებული. შესაბამისად, სრული მტკიცებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მექსიკას მერვედფინალში გასასვლელად ერთი გატანილი გოლი დააკლდა.