დრამატული ფინალი — ბარსელონამ რეალი დაამარცხა და ესპანეთის თასი მოიგო

2024/25 წლების სეზონის ესპანეთის თასის ფინალში ელ კლასიკო შედგა, სადაც ბარსელონამ რეალი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
ფინალური მატჩის ანგარიში კატალონიელებმა პირველ ტაიმში გახსნეს — 28-ე წუთზე იამალის პასით პედრიმ ისარგებლა და ბარსელონა შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის შუაში, 70-ე წუთზე მბაპემ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 7 წუთში ჩუამენმა სამეფო კლუბი წინ გაიყვანა. 84-ე წუთზე, ფერან ტორესმა აიღო რეალის კარი და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. დამატებით დროის მეორე ტაიმში, 116-ე წუთზე, გოლის გატანა კუნდემ მოახერხა, საბოლოო ანგარიში, 3-2 დააფიქსირა და ბარსელონამ მიმდინარე სეზონში ესპანეთის სუპერთასის შემდეგ, მეორე ტიტული მოიგო.