ავტორიზაცია

დრამატული მატჩი ენფილდზე — მანჩესტერ სიტიმ ლივერპული დაამარცხა

დრამატული მატჩი ენფილდზე — მანჩესტერ სიტიმ ლივერპული დაამარცხა
თარიღი 08 Feb 2026, 22:51
ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურში ლივერპულმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი მიიღო და დრამატულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.

შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა 74-ე წუთზე გახსნეს — საჯარიმო დარტყმიდან მეტოქის კარი სობოსლაიმ აიღო. ზუსტად 10 წუთში ბერნარდუ სილვამ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ჰოლანდმა საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა.

ლივერპული 1-2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 1-0 სობოსლაი (74'), 1-1 ბერნარდუ სილვა (84'), 1-2 ჰოლანდი (90+3')

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ მანჩესტერ სიტის 50 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, არსენალს 6 ქულით ჩამორჩება, ლივერპული კი 39 ქულით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი ფულჰემს მიიღებს, ხოლო მერსესაიდელები სანდერლენდს ესტუმრებიან.