დუბლი და მარცხი ბეშიქთაშთან - როგორი შეფასება მიიღო ბერიძემ დღევანდელ შეხვედრაში?
თურქეთის სუპერ ლიგის მე-5 ტურში, "ანკარაგუჯუს" და "ბეშიქთაშის" დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო და დუბლით გამოირჩა გიორგი ბერიძე, რომელმაც 26-ე წუთზე თურქეთის სუპერ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. შეხვედრის 47-ე წუთზე ქართველმა შემტევმა წონასწორობა აღადგინა (2:2).
25 წლის შემტევმა Sofascore-სგან 7.5 შეფასება დაიმსახურა და "ანკარაგუჯუს" რიგებში მეორე საუკეთესო გახლდათ.