ავტორიზაცია

დუბლს + ასისტი — ხვიჩა კვარაცხელიას სუპერ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

დუბლს + ასისტი — ხვიჩა კვარაცხელიას სუპერ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე
თარიღი 12 Mar 2026, 02:52
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი მატჩი პარკ დე პრენსზე, პარი სენ-ჟერმენსა და ჩელსის შორის გაიმართა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (5-2).

აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, რის შემდეგაც ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-ს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ქართველმა საგოლე გადაცემას + 2 გოლი დაუმატა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. Sofascore-მა კვარას პერფომანსი 9.3 ქულით შეაფასა.



გოლების ავტორები: 1:0 ბრედლი ბარკოლა 10', 1:1 მალე გუსტო 28', 2:1 უსმან დემბელე 40', 2:2 ენცო ფერნანდესი 57', 3:2 ვიტინია 74', 4:2, 5:2, ხვიჩა კვარაცხელია 86', 90+4'.