დუგლას კოშტა გრემიოში გადასვლასთან ახლოსაა
"იუვენტუსის" თავდამსხმელი, დუგლას კოშტა კარიერას "გრემიოში" გააგრძელებს.
30 წლის ბრაზილიელმა კლუბთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, წერს Globo Esporte.
სამშობლოში დაბრუნებისთვის კოშტა ხელფასის შემცირებას დათანხმდა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა გამოცდილ შემტევს ტურინელებთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში კოშტამ, რომელიც იჯარით "ბაიერნში" ირიცხება, ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.