დუგლას კოშტა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს
„იუვენტუსის“ ნახევარმცველი, დუგლას კოშტა, რომელიც იჯაირთ „ბაიერნში“ ასპარეზობს, სეზონის ბოლოს იტალიაში არ დაბრუნდება.
ბრაზილიური გამოცემა Globo Esporte-ს ინფორმაციით, 30 წლის ბრაზილიელის გადაბირებით „გრემიო“ ინტერესდება, რომელიც ტრანსფერის გაფორმებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.
კოშტა სამშობლოში სათამაშოდ დაბრუნების წინააღმდეგი სულაც არ არის, მაგრამ პრობლემა შესაძლოა მისი მაღალი ხელფასის გამო შეიქმნას.
მიმდინარე სეზონში კოშტამ „ბაიერნის“ მაისურით 22 მატჩში ერთი გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.