დუგლას კოშტას ბრაზილიის ჩემპიონატიდან მსურველი ჰყავს
"გრემიო" "იუვენტუსის" თავდამსხმელ დუგლას კოშტას კონტრაქტს სთავაზობს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
30 წლის გარემარბი ზაფხულში "ბაიერნს" დატოვებს, სადაც ამჟამად იჯარით თამაშობს და "იუვეში" დაბრუნდება.
თუმცა, ტურინში სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი არ სჭირდებათ და მზად არიან მას შეელიონ.
"გრემიო" გარემარბს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. თუმცა, კლუბი ვერ გაწვდება იმ ხელფასს, რომელსაც კოშტა ევროპაში იღებს - წლიურად 6 მილიონი ევრო.
დუგლასს "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში მან 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.