ავტორიზაცია

დუგლას ლუისმა იუვენტუსი დატოვა და კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

დუგლას ლუისმა იუვენტუსი დატოვა და კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 20 Aug 2025, 17:05
დუგლას ლუისი ტურინის იუვენტუსს ტოვებს და კარიერას ნოტინგემ ფორესტში გააგრძელებს — ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

მხარეები ტრანსფერზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდნენ და აღნიშნული გარიგება 30 მილიონი ევროს ფარგლებში დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ დუგლას ლუისი ტურინულ კლუბში 2024 წლიდან ირიცხებოდა და 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მას მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულში ეწურება.