დურანმა ასტონ ვილასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ასტონ ვილას" თავდამსხმელმა ჯონ დურანმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ ინფორმაცია ბირმინგემული გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
კოლუმბიელმა ხელშეკრულება 2030 წლამდე გაახანგრძლივა, კლუბის ხელმძღვანელობამ კი ფეხბურთელს ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა შესთავაზა.
20 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.