ავტორიზაცია

ძანეტი: "მესის ამ ტიტული სმოგება იმაზე მეტად სურდა, ვიდრე ვინმე სხვას"

ძანეტი: "მესის ამ ტიტული სმოგება იმაზე მეტად სურდა, ვიდრე ვინმე სხვას"
თარიღი 13 ივლ 2021, 10:50

არგენტინის ნაკრების და „ინტერის“ ყოფილმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ, გუნდის მიერ კოპა ამერიკას მოგების შემდეგ, ლეო მესიზე ისაუბრა.

„მე მესის ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას ამ თასის მოგება იმაზე მეტად სურდა, ვიდრე ვინმე სხვას.

წინა შემთხვევებში, მესი და დი მარია ძალიან მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცეოდნენ. ვიცი, რომ ეს კრიტიკა ძალიან სწყინდათ, მაგრამ ნაკრებში თამაშის გაგრძელება ყველაფრის მიუხედავად უნდოდათ.

მათ იცოდნენ, რომ ეს მომენტი ერთ დღესაც დადგებოდა.“ - აღნიშნა ძანეტიმ.

არგენტინის ნაკრებმა „მარაკანაზე“ ბრაზილიას 1:0 მოუგო და კოპა ამერიკა 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ფინალში ერთადერთი გოლი როდრიგო დე პაულის პასით ანხელ დი მარიამ გაიტანა.