ავტორიზაცია

ძანიოლომ აღიარა, რომ პოკერს და ბლექჯეკს თამაშობდა, მაგრამ სპორტული ფსონების განთავსებას უარყოფს

ძანიოლომ აღიარა, რომ პოკერს და ბლექჯეკს თამაშობდა, მაგრამ სპორტული ფსონების განთავსებას უარყოფს
თარიღი 28 ოქტ 2023, 12:32
"ასტონ ვილას" თავდამსხმელი ნიკოლო ძანიოლო გუშინ ტურინში ფედერალურ პროკურატურაში ახსნა-განმარტების მისაცემად მივიდა.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ძანიოლომ აღიარა, რომ პოკერს და ბლექჯეკს თამაშობდა არალეგალურ პლატფორმებზე. ამასთან, იტალიელი ფორვარდი უარყოფს სპორტულ ფსონების განთავსებას.

შეგახსენებთ, რომ ძანიოლოს ფსონების სკანდალის გამო ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.