"ძლივს გადავრჩი", - ვანდა ნარა იკარდისთან დაშორების ისტორიას იხსენებს
საფეხბურთი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა ვანდა ნარასა და ცნობილი ფეხბურთელის, მაურო იკარდის ურთიერთობა იყო, რომელიც დაშორებამდე მივიდა.
იმ პერიოდში, მთელი მსოფლიო ვანდასა და მაუროზე საუბრობდა და ხმაურიანი განცხადებები კეთდებოდა. წლების შემდეგ, არგენტინელი მოდელი იკარისთან ურთიერთობას იხსენებს.
"ვიპოვნე მიმოწერები, ფოტოები და ვიდეოები, რამაც ჩემზე და ჩემს შვილზე ძალიან იმოქმედა. ამ ამბების შემდეგ, ძლივს გადავრჩი და თერაპიების ჩატარება დამჭირდა. მაუროს ვუთხარი, რომ განქორწინება მინდოდა.
ჩემს შვილებს არ ესმოდათ, რატომ დაინგრა ყველაფერი ერთ დღეში. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ურთიერთობის გადარჩენა, თუმცა ხშირი კონპლიქტების გამო, ეს ვერ მოხერხდა.
ერთმანეთს დაბადების დღეც მივულოვეთ, მაგრამ საბოლოოდ, იმედგაცრუებული დავრჩი. ასეთ დროს, კაცს მეტი მოეთხოვება", - განაცხადა ნარამ.