ავტორიზაცია

East vs West ღონისძიებაზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 3 ქამარი მოიგეს

East vs West ღონისძიებაზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 3 ქამარი მოიგეს
თარიღი 21 აპრ 2024, 07:17
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდის ღონისძიება, East vs West გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

ქართველი მკლავჭიდელები საქართველოში სამი ქამრით ბრუნდებიან - ჩემპიონები ლევან საგინაშვილი, ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილის და დევონ ლარატის მორიგი დაპირისპირება გაიმართა - ამჯერადაც ქართველმა მკლავჭიდელმა მეტოქე უშანსოდ, 4-0 დაამარცხა.