"ეჭვი არ შეგეპაროთ რომ დავბრუნდებით" | ლამინ იამალი

ბარსელონას ესპანლემა ფეხბურთელმა, ლამინ იამალმა ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ყველაფერი გავეცით - ამ სეზონში ვერ შევძელით, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ , რომ დავბრუნდებით.
კულეებო, ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ ამ კლუბს იქ არ დავაბრუნებთ, სადაც იმსახურებს ყოფნას. იქამდე არ გავჩერდებით, სანამ ამას არ მივაღწევთ.
მაგრამ კვირას, კიდევ ერთი ფინალი გვაქვს სათამაშო და ჩვენ ერთად ყოფნა გვჭირდება. ვისკა ბარსა," - ლამინ იამალი.
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან, ინტერთან მატჩში გამოვარდა (7-6). კატალონიელებმა მიდმინარე სეზონში უკვე მოიგეს ორი ტიტული და კიდევ ერთის მოგების შანსი აქვთ (ლა ლიგის).
17 წლის ფეხბურთელმა მიდმინარე სეზონში "ბლაუგრანას" რიგებში, 51 მატჩში, 15 გოლის გატანა და 24 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.