ედენ აზარი მოედანს დაუბრუნდა
ლეგენდარული ბელგიელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა 2023 წელს დაასრულა, 1 წლის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
ოთხშაბათს 33 წლის შემტევმა მე-3 ლიგის გუნდის, როიალ ტუბიზეს შემადგენლობაში ითამაშა - კლუბში, რომელშიც ბავშვობაში ირიცხებოდა. მისი პატარა ძმა, ეთანი ტუბიზეს სარეზერვო გუნდში ასპარეოზობს.
აზარს აღნიშნულ მატჩში კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა. ედენმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა 1-4 წააგო.