ედერსონი ადასტურებს: ბრაზილიელი მეკარე მანჩესტერ სიტიში დარჩება
ბრაზილიელმა მეკარემ, ედერსონ მორაესმა დაადასტურა, რომ მანჩესტერ სიტიში რჩება:
"გადაწყვეტილება მივიღე. ამ სეზონში მანჩესტერ სიტიში დავრჩები.
პეპს ვესაუბრე და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა... ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ ვიქნები და ტიტულების მოგებაზე ვარ ფოკუსირებული."
ედერსონს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საუდი პრო ლიგას აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტრანსფერი, ჯერჯერობით, არ შედგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით გვარდიოლამაც ისაუბრა: "დიდი შვებაა, რომ ედერსონი და შტეფანი რჩებიან. ბრაზილიელის ქარიზმა და სტაბილურობა გვჭირდებოდა... ბედნიერი ვარ, რომ ის აქ დარჩება."