ავტორიზაცია

ედინ ჯეკომ ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება იუარა

ედინ ჯეკომ ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება იუარა
თარიღი 26 იან 2021, 21:54
იტალიური პრესის ინფორმაციით, „რომას“ ვეტერანმა კაპიტანმა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება იუარა.

როგორც ცნობილია, ედინ ჯეკოს გუნდის სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი აქვს, რის გამოც მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, შემადგენლობას ჩამოაშორეს და ტრანსფერზეც დააყენეს.

სიტუაციის გამოყენება „ვესტ ჰემს“ სურდა, თუმცა ბოსნიელმა პრემიერ ლიგაში დაბრუნება არ მოისურვა.

ადრე, ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში „სიტის“ ღირსებას იცავდა და „რომაში“ სწორედ იქიდან გადაბარგდა.

ჯეკოს შეძენით, „ვესტ ჰემს" „აიაქსში" წასული სებასტიან ალეს შეცვლა უნდოდა.