ედინსონ კავანის ესპანეთში ერთდროულად 4 მსურველი გამოუჩნდა!

"მანჩესტერ იუნაიტედს" ედინსონ კავანი ტოვებს და მას კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.
El Chiringuito-ს რეპორტიორი ხოსეპ პედრეროლი იუწყება, რომ ურუგვაელ ფორვარდს ლა ლიგაში რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა. გამოცდილი ფორვარდის მიმართ ინტერესს გამოხატავენ "სევილია", "ვილიარეალი", "ატლეტიკო" და "რეალ სოსიედადი". ნახსენები გუნდები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის დასამატებლად ბრძოლას აანონსებენ.
შეგახსენებთ, რომ კავანიმ "წითელ ეშმაკებში" 2 სეზონი გაატარა და ამ თვეში, გუნდთან კონტრაქტი ეწურება. შესაბამისად, ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.