ავტორიზაცია

ელ კლასიკოს შემდეგ, რეალმა ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

ელ კლასიკოს შემდეგ, რეალმა ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა
თარიღი 28 Oct 2025, 10:14
ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში, სეზონის პირველი ელ კლასიკო შედგა, სადაც მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბარსელონა 2-1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში მუხლია დაიზინა დანი კარვახალმა და ესპანური მედიის ცნობით, ის გუნდს წელს ვეღარ დაეხმარება. ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება და მოედანზე იანვრის ბოლოს დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგას 27 ქულით სწორედ რეალი ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ბარსელონას 5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ჩაბი ალონსოს გუნდი საკუთარ კედლებში ვალენსიას მიიღებს.