ავტორიზაცია

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!

ელ შაარავის ტრანსფერი ჩაიშლება? ფარაონს კორონავირუსი დაუდასტურდა!
თარიღი 23 იან 2021, 17:46
როგორც გუშინ გითხარით, ელ შაარავი ძალიან ახლოს არის „შანხაი შენხუადან“ „რომაშ“ დაბრუნებასთან.

დღეს, ფეხბურთელს რომში სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურადაც დადასტურდებოდა.

თუმცა, სამშობლოში ელ შაარავი ერთ პრობლემას წააწყდა - სამედიცინო შემოწმების გავლის წინ, მას კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა. ამის გამო, ტრანსფერი ჯერჯერობით პაუზაზეა დაყენებული.

„რომაში“ ფარაონი ექვსთვიანი იჯარით უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ჯერჯერობით აღარ არის ცნობილი, როგორ განვითარდება მისი ტრანსფერის საკითხი.

ჩინეთში ელ შაარავიმ 19 მატჩში 4 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.