ელჩემ ლიდსის გოლკიპერი ინათხოვრა
"ლიდსის" გოლკიპერი, კიკო კასილია კარიერას "ელჩეში" გააგრძელებს, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
ესპანურმა კლუბმა 34 წლის მეკარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრა.
კასილია "რეალის" აღზრდილია. გასულ სეზონში მან "ლიდსის" რიგებში 6 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაუშვა.