ელერდაისი: "გაძევების შემდეგ, ჩელსი ნაწილებად დავშალეთ"
„ვესტ ბრომვიჩის“ მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა, „ჩელსისთან“ სენსაციური გამარჯვება (5:2) შეფასა.
„აღტაცებული ვარ. არამარტო გამარჯვებით, არამედ ჩვენი თამაშით ზოგადად. ის, რაც დღეს ვიხილეთ - სწორედ ის არის, რაც გვაკლდა. ულამაზესმა გოლებმა და თამაშის ხარისხმა ეს შედეგი მოგვიტანა, მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით.
„ჩელსი“ კაცნაკლული დამსახურებლად დარჩა. ტიაგო სილვას წითელი ბარათის მიღება ჯერ კიდევ თავისი პირველი ჯარიმის დროს შეეძლო. წაგების შემდეგ კი „ჩელსი“ ნაწილებად დავშალეთ.
მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ: პრესინგს მივმართავდით და საკუთარ კართან არ ჩავკეტილვართ. სამი კვირა მქონდა, რომ ამ მატჩისთვის მოვმზადებულიყავი და სწორი ტაქტიკა ამერჩია: ბიჭბეთან ერთად მოვილაპარაკეთ: „წამოდით, გამოვიწვიოთ ისინი.“ ყველაფერმა გაამართლა.
მინდოდა იმის დანახვა, როგორ ასრულებს ჰეთ-ტრიკს მათეუს პერეირა, მაგრამ მგონია, რომ სიხარბე მალაპარაკებდა. შემდგომი პროგრესისთვის გვჭირდება, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდნენ.“ - ციტირებს ელერდაისის სიტყვებს BBC.