ელერდაისი სეზონის დასრულების შემდეგ ვესტ ბრომვიჩს დატოვებს
"ვესტ ბრომვიჩის" მთავარი მწვრთნელი, სემ ელერდაისი 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.
როგორც აღინიშნება, კლუბმა 66 წლის ინგლისელ სპეციალისტთან განშორება გადაწყვიტა და მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო.
ელერდაისმა "ვესტ ბრომვიჩი" 2020 წლის დეკემბერში ჩაიბარა. მისმა გუნდმა პრემიერ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 26 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს.