ავტორიზაცია

ემერიკ ლაპორტი საუდის არაბეთს ტოვებს და ევროპაში ბრუნდება

ემერიკ ლაპორტი საუდის არაბეთს ტოვებს და ევროპაში ბრუნდება
თარიღი 11 Sep 2025, 22:15
ემერიკ ლაპორტიმ ალ ნასრი დატოვა და ევროპაში დაბრუნდა — ინფორმაცია უახლოეს საათებში ოფიციალურად დადასტურდება.

31 წლის ცენტრალურმა მცველმა ბილბაოს ატლეტიკთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და ესპანურმა გუნდმა ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ ემერიკ ლაპორტიმ მანჩესტერ სიტი 2023 წელს დატოვა და ალ ნასრის შეუერთდა, სადაც 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად 1 ასისტი გაიფორმა.