ემი მარტინესი: "კოპა ამერიკის მოგების შემდეგ მესის მიერ ჩემზე ნათქვამმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდო"
"ასტონ ვილას" გოლკიპერმა, ემილიანო მარტინესმა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
– როგორია, როცა მესი ფენომენსა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს გიწოდებს?
"ამან შოკში ჩამაგდო. კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოები მიიღო, მე კი "ოქროს ხელთათმანი" დავისაკუთრე".
"მკითხა: "ემი, შეიძლება გადავიღოთ ტიტულებთან ერთად ფოტოები?" ვეუბნები: "ჩემთან ერთად გინდა ფოტოების გადაღება?" "დიახ, რა თქმა უნდა".
"ისეთი სასიამოვნო ბიჭია, თავმდაბალი და გამარჯვებული", - ციტირებს არგენტინის ეროვნული ნაკრების კიპერის სიტყვებს Football Daily.
შეგახსენებთ, კოპა ამერიკის ფინალში "ალბისელესტემ" ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.