ემპოლის მცველი ჯენოაში გადავიდა
"ემპოლის" მცველი, სტეფანო საბელი "ჯენოაში" ითამაშებს, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
როგორც აღინიშნება, 28 წლის ფეხბურთელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
საბელიმ გასულ სეზონში "ემპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.