ენდი კოული: "გაუგონარია, მარსიალი მანჩესტერში 8 წელია თამაშობს და 100 გოლიც კი არ გაუტანია"

„მან იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელი, ენდი კოული, ანტონი მარსიალის დაბალი შედეგიანობით გაოცებულია.
ფრანგმა „ემიუს" მაისურით 301 მატჩში 88 გოლი გაიტანა, კლუბმა ის 2015 წელს „მონაკოდან" 60 მილიონ ევროდ შეიძინა.
„მარსიალი „მანჩესტერში" უკვე რვა წელია თამაშობს და 100 გოლიც კი არ გაუტანია, ეს გაუგონარია.
ის „მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრფორვარდია, დიდებულ პარტნიორებთან ერთად უთამაშია და მისი საუკეთესო შედეგი - სეზონში 17 გოლია.
მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა „მანჩესტერისთვის", რამდენად ძლიერია. სამწუხაროდ, ეს არ გამოუვიდა.", - დასძინა ექს-ფეხბურთელმა Betfred-თან საუბარში.