ენდრიკი ბრაზილიის ნაკრებში არ გამოიძახეს

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა "სელესაოს" განაცხადი დაასახელა, რომელშიც ენდრიკი ვერ მოხვდა.

"ფეხბურთელების ფორმაში ჩასაყენებლად დრო არ გვაქვს," - განაცხადა ჟუნიორმა.
ენდრიკს მადრიდის რეალში სათამაშო დრო არ ეძლევა, რაც, როგორც ჩანს, მისი ნაკრებში არგამოძახების მიზეზი გახდა.

ბრაზილია ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენესუელასა და ურუგვაის დაუპირისპირდება.