ავტორიზაცია

ენდრიკი რეალის დატოვებას გეგმავს — საქმეში რამდენიმე კლუბია

ენდრიკი რეალის დატოვებას გეგმავს — საქმეში რამდენიმე კლუბია
თარიღი 22 Oct 2025, 14:47
გავლენიანი ესპანური გამოცემების ცნობით, რეალში სიტუაცია თუ არ შეიცვალა, ენდრიკი კლუბს 2026 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. 19 წლის ფეხბურთელს სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა, რაც მისთვის მიუღებელია.

ენდრიკმა რეალის შემადგენლობაში ბოლოს გასული სეზონის მიწურულს, 18 მაისს ითამაშა, რის შემდეგაც მოედანზე 155 დღეა არ გამოჩენილა. მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო სხვა შემტევებს ანიჭებს უპირატესობას და ენდრიკის სათადარიგოთა სკამზე ყოფნას პრობლემად არ მიიჩნევს.

სიტუაციის ფონზე, ახალგაზრდა ფორვარდის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული გუნდები იჩენენ. თუ ენდრიკს მომავალ მუნდიალზე თამაში სურს, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მას ზამთარში კლუბის შეცვლა აუცილებლად მოუწევს.