ენდრიკის რეკორდი
გასულ ღამეს მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შტუტგარტს უმასპინძლა, შეხვედრა სამეფო კლუბის გამარჯვებით დასრულდა. ''თეთრებმა'' გერმანელები 3:1 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, ბრაზილიელი თავდამსხმელის ენდრიკის დებიუტი და რეკორდი. 18 წლის ბრაზილიელი, ვუნდერკინდი გახდა, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რეალის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა მოახერხა. ენდრიკმა ლეგენდარული რაულის რეკორდი მოხსნა. ენდრიკს რეალის მაისურით 5 თამაშში 2 გოლი დაუგროვდა და მოედანზე სულ რაღაც 23 წუთი გაატარა. ასევე თავდამსხმელს ბრაზილიის ნაკრებში 11 შეხვედრაში 3 გატანილი გოლი აქვს.