ავტორიზაცია

ენდრიკმა ნეიმარის მიღწევა გააუმჯობესა

ენდრიკმა ნეიმარის მიღწევა გააუმჯობესა
თარიღი 07 დეკ 2023, 11:57
17 წლის ფორვარდმა ენდრიკმა, რომელიც "პალმეირასთან" ერთად ბრაზილიის ჩემპიონი გახდა, სეზონი 11 გატანილი გოლით დაასრულა. 

აღსანიშნავია, რომ მან სერია A-ს ბოლო რვა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

ენდრიკმა შეძლო ნეიმარის მიღწევის გაუმჯობესაბა და 17 წლის ფეხბურთელებს შორის სეზონში მეორე ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდა. ის მხოლოდ ლეგენდარულ რონალდოს ჩამორჩა.

უახლოეს მომავალში ენდრიკი მადრიდის "რეალის" რიგებს უნდა შეუერთდეს. ეს მაშინ მოხდება, როცა თავდამსხმელი 18 წლის გახდება.