ენცო მარესკას პრესისგან, კრიტიკა არ აკლია
ლონდონის ჩელსიმ სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო, ''ლურჯები'' ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, მათ ანგარიშზე მხოლოდ 1 გამარჯვებაა. ამის გამო პრესაში აქტიურად წერენ ენცო მარესკას ბუნდოვან მომავალზე და მიუთითებენ, რომ იტალიელს ბევრი დრო არ ექნება მწვრთნელის პოსტზე და ის მალე დატოვებს თავის პოსტს.
'' მე ამით არ ვარ ანერვიულებული, პრესაში მსგავსი შინაარსის მესიჯები, ყოველი წარმუმატებელი მატჩის მერე მხვდება და ეს ნორმალურია, ჩემთვის მთავარია მოედანი და სანამ ამ კლუბში ვარ გუნდის მიზანი გამარჯვებაა''.
ასევე ამბობენ, რომ ბოულის სურვილი, იყო მაურისიო პოჩეტინოს დატოვება, მაგრამ კლუბმა საბოლოოდ არგენტინელი გაუშვა და მის ნაცვლად იტალიელი სპეციალისტი მიიყვანა.
დღეს თბილისის დროით 23:00-ზე ჩელსი შაბათი დღის დასკვნით შეხვედრას, გასვლაზე ბორმუთთან ითამაშებს.