ერიკ ტენ ჰაგის ახალი გამოწვევა
დორტმუნდს უმძიმესი სეზონი აქვს, ჩემპიონთა ლიგის გასული ფინალისტი, ამ სეზონში სერიოზულ კრიზისს განიცდის. ნური შაჰინის გუნდმა გუშინ ჩემპიონატში კიდევ ერთი მარცხი იწვნია. ამჯერად “ყვითლებმა“ კილთან 4-2 დათმეს შეხვედრა და სატურნირო ცხრილში, მეცხრე ადგილზე დაქვეითდნენ. გერმანული კლუბი სერიოზულად განიხილავს ახალი თავკაცის დანიშნვას. მთავარი კანდიდატი კი ნიდერლანდელი, ერიკ ტენ ჰაგია.
შესაძლო, სულ რამდენიმე საათში დორტმუნდი ტენ ჰაგმა ჩაიბაროს, მანჩესტერში დიდი კრახის შემდეგ, ნიდერლანდელისთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. დორტმუნდის მთავარი მიზანი, ოთხეულში მოხვედრაა და ამ წუთისთვის სხვაობა 5 ქულაა, რისი დაქაჩვაც საკმაოდ რეალურია.
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი სპეციალისტი, დორტმუნდის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო და როგორც იწერება, გერმანელები ემზადებიან ტენ ჰაგისთვის გუნდის გადასაბარებლად. “ყვითლები“ ჩემპიონთა ლიგაზე მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან და დიდი შანს ინარჩუნებენ საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად.