ერივნული ლიგა - მე-9 ტურის სიმბოლური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელი
ეროვნული ლიგის მე-9 ტური გორის "დილასა" და "დინამო ბათუმის" დაპირისპირებით დასრულდა, რომელიც გორელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველი მატჩი კი "სამტრედიასა" და "საბურთალოს" შორის შედგა, რომელიც თბილისელებმა 2:3 მოიგეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დმიტრი მანდრიჩენკო იყო, რომელმც ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
"დინამო თბილისმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, "ლოკომოტივი" 1:3 დაამარცხა და წრე პირველი ადგილით დაასრულა.
"შუქურამ" "თელავი" 2:0 დაამარცხა, "სამგურალმა" კი "ტორპედოს" 2:1 სძლია.
GOAL.GE-ს ვერსიით, დმიტრი მადრიჩენკო მე-9 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.