ერლინგ ჰოლანდმა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში, მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გაიმეორა.
არსენალთან მატჩში 24 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა სიტის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა, რისთვისაც მხოლოდ 105 შეხვედრა დასჭირდა — აქამდე, აღნიშნული მიღწევა ერთპიროვნულად სწორედ რონალდუს ეკუთვნოდა.
10 ფეხბურთელი, რომელმაც ერთი გუნდის მაისურით 100 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა:
=1) ერლინგ ჰოლანდი (სიტი) — 105 მატჩი
=1) კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) — 105 მატჩი
3) ლუის სუარესი (ბარსელონა) — 120 მატჩი
4) ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) — 124 მატჩი
=5) კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) — 131 მატჩი
=5) რუდ ვან ნისტელროი (მან.იუნაიტედი) — 131 მატჩი
7) ედინსონ კავანი (ნაპოლი) — 135 მატჩი
8) რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) — 136 მატჩი
9) კილიან მბაპე (პსჟ) — 137 მატჩი
10) კრისტიან ვიერი (ინტერი) — 138 მატჩი
11) ჩირო იმობილე (ლაციო) — 147 მატჩი