ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა 2 თვით დაისვენებს - რა სიტუაციაა საქართველოს ჩემპიონატში?

ეროვნული ლიგა 2 თვით დაისვენებს - რა სიტუაციაა საქართველოს ჩემპიონატში?
თარიღი 08 ივნ 2023, 15:28
ეროვნული ლიგის 19 ტური უკვე მიილია და საქართველოს 21-წლამდელთა ჩემპიონატისა და სანაკრებო პაუზების გამო, ჩემპიონატი 2 თვით ისვენებს.

19 ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად "დინამო ბათუმი" ლიდერობს. მათ უშუალო კონკურენტი "საბურთალო" საკუთარ მოედანზე დაამაცხეს და გალიდერდნენ.

ცხრილში ვხედავთ, რომ გამოკვეთილია ის გუნდები, ვინც ჩემპიონობისთვის და ევროტურნირებისთვის იბრძოლებენ, დანარჩენები კი გადარჩენისთვის.

ქუთაისის "ტორპედო" ერთადერთი გუნდია, ვინც ცხრილის შუა ნაწილშია და არც გასავარდნ ზონასთანაა ახლოს და არც ევროზონასთან.

ზაფხულში ქართული გუნდები გაძლიერდებიან, ნევრი რამ შეიცვლება და შესაძლოა, სეზონის ბოლო ცხრილში სულ სხვა სიტუაცია ვიხილოთ. ჩემპიონატი აგვისტოში განახლდება.