ეროვნული ლიგა - მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი
მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლოს GOAL.GE ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს და სპეციალურ ჯილდოს გადასცემს.
მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის "ლოკომოტივის" მაროკოელი ლეგიონერი ომარ იმრანი დავასახელეთ.
მაისის თვეში რკინიგზელებმა ზედიზედ 3 მატჩი მოიგეს, რაშიც დიდი წვლილი სწორედ იმრანმა შეიტანა და გოლები და საგოლე გადაცემები გააკეთა.
"საქართველო კარგი ჩემპიონატია, აქ ადაპტაცია უკვე გავიარე, ყველაფერი კარგადაა და ყოველ მატჩში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.
ბედნიერი ვარ, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეთ. მადლობა ამისთვის. მომდევნო თამაშისთვის ვემზადებით და ისიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ", - გვითხრა იმრანმა.