ეროვნული ლიგა - მე-8 ტურის სიმბოლური გუნდი და საუკეთესო ფეხბურთელი

ეროვნული ლიგის მე-8 ტურში საკმაოდ საინტერესო მატჩები გაიმართა. ტურის პირველი შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგა, სადაც "დინამო თბილისმა" "სამტრედიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
"საბურთალომ" საკუთარ მოედანზე "შუქურა" მიიღო და მძიმე ბრძოლაში ქულა აიღო - 2:2. "ლოკომოტივმა" კი "ტორპედო" 1:3 დაამარცხა.
სანახაობრივი გამოდგა "დინამო ბათუმისა" და "სამგურალის" მატჩი. ბათუმელებს ბევრი შეტევა ჰქონდათ, საბოლოოდ კი 2:0 მოიგეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია იყო, რომელმაც გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და რამდენმე სახიფათო მომენტი შექმნა.
ტურის ბოლო მატჩში გორის "დილა" "თელავს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
გთავაზობთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურის სიმბოლურ გუნდსა და საუკეთესო ფეხბურთელს GOAL.GE-ს ვერსიით.