ავტორიზაცია

"ეროვნული ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა" — ხვიჩა კვარაცხელია

"ეროვნული ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა" — ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 07 Sep 2025, 21:51
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ბულგარეთს დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

“პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტზე მეოთხედფინალში გასვლას, ძალიან გაგვიხარდა, უდიდესი ისტორია დაწერეს და კიდევ შეუძლიათ წინ წასვლა."

"რაც შეეხება დღევანდელ მატჩს — დადებითად შევაფასებ, საწყისი 5 წუთის გარდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მომენტი შექმნეს, რაც გოლად რომ ქცეულიყო, შესაძლოა, სხვა თამაში წასულიყო. დანარჩენი, ჩემი აზრით, ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ, მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ, მაგრამ იყო ეპიზოდები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ. იყო მომენტები, სადაც გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო."

"დღესდღეობით კარგი გუნდი გვყავს და არის შესაძლებლობა 4 მცველით ვითამაშოთ და ჩემი აზრით, მოწინააღმდეგე გუნდისთვის ოთხი მცველით უფრო საშიში ვიქნებით, ვიდრე ხუთით. ეროვნული ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა. როცა ასეთი დიდი კაპიტანი გყავს გუნდში, დღეს მომიწია მე ვყოფილიყავი კაპიტანი, ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს მოედანზე გუნდი მე გავიყვან ედა ყველაფერმა კარგად ჩაიარა" — ხვიჩა კვარაცხელია.