ავტორიზაცია

ერთ ნავში მჯდომი ჯარიმების ორი სპეციალისტი - როგორ აპირებენ კარიერის გადარჩენას ნინუა და კაგავა?

ერთ ნავში მჯდომი ჯარიმების ორი სპეციალისტი - როგორ აპირებენ კარიერის გადარჩენას ნინუა და კაგავა?
თარიღი 20 აპრ 2021, 12:25

შინჯი კაგავასა და ნიკა ნინუას ბევრი რამ აქვთ საერთო. ისინი შესანიშნავად ასრულებენ საჯარიმო დარტყმებს, თამაშობენ "პაოკში" და ვერ ხვდებიან გუნდის სასტარტოში.

რამდენიმე ბერძნული წყაროს, მათ შორის Metrosport.gr-სა და Inpaok-ის, თანახმად, იაპონელი და ქართველი ნახევარმცველებისთვის დაწესდა ე.წ. დედლაინი.

იმ შემთხვევაში, თუ სეზონის დარჩენილ ნაწილში ისინი თავს ვერ გამოიჩენენ, სალონიკელებთან თანამშრომლობა უდიდესი ალბათობით შეწყდება.

თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტნის სახელს უკავშირებდნენ ფამაგუსტას "ანორთოსისს", თუმცა რთული სათქმელია, რამდენად იქნება რეალური ეს ტრანსფერი თემურ ქეცბაიას დაანონსებული წასვლის შემდეგ.

ბერძნული კლუბი განიხილავს 21-წლის ჰავბეკის განათხოვრების წესით გაშვებას და პერსპექტივაში მოგვიანებით მის დაბრუნებას.

რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფლეიმეიქერს, პრესაში საკმაოდ აქტუალურია კონტრაქტის გაწყვეტის პირობის გამოყენება.

შეგახსენებთ, რომ 32-წლის შუახაზელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა დორტმუნდის "ბორუსიაში", რის შემდეგაც მან ვერ იპოვა საკუთარი თავი "ეშმაკუნებში", "ბეშიქთაშში", "სარაგოსასა" და ახლა უკვე "არწივებში".

ნინუას ასაკის გათვალისწინებით, პერსპექტივის თვალსაზრისით მას "შავ-თეთრებში" დარჩენის აზიელ შემტევ ნახევარმცველზე მეტი შანსი აქვს.

ნიკა ნინუა: "ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ველოდები"

კროოსის სტილში - ნინუამ პაოკის მაისურით გაიტანა