ერთა ლიგა | მონტენეგრომ თურქეთს პირველი ადგილი დააკარგვინა, თავად კი დაქვეითდა
უეფა-ს ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მონტენეგროს ეროვნული გუნდმა თურქეთი მიიღო საკუთარ მინდორზე.
მასპინძლები ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებოდნენ, ხოლო მათი მეტოქე ჯგუფის ლიდერი იყო და დღეს გამარჯვება სჭირდებოდათ, რომ პირველი ადგილი გაენაღდებინათ.
ვინჩენცო მონტელას გუნდისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო - თურქეთის კარში გოლი ნიკოლა კრსტოვიჩმა გაიტანა. თურქებმა ანგარიში მალე გაათანაბრეს - თავი ქენან ილდიზმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ნიკოლა კრსტოვიჩმა დუბლი გაიფორმა და მონტენეგრო მოულოდნელად დაწინაურდა.
მეორე ტაიმში თურქეთს მინიმუმ 1 ბურთი ჰქონდა გასაქვითი. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და საკუთარ კარში მესამე ბურთი მიიღეს - კრსტოვიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
თავის მხრივ, B დივიზიონის მე-4 ჯგიფის მეორე შეხვედრაში უელსელმა ისლანდია 4-1 გაანადგურა, თურქეთს 1 ქულით გაასწრო და პირველ ადგილზე გავიდა.
თურქეთის 3-1 დამარცხების მიუხედავად, მონტენეგრო ბოლო ადგილზეა და C დივიზიონში დაქვეითდა. მესამე პოზიცია ისლანდიამ დაიკავა.